საზოგადოება დიდ ბრიტანეთში ბავშვმა გაღიმება დაბადებამდე დაიწყო და ახლაც გამუდმებით იცინის, რის გამოც მას ბრიტანელებმა "მსოფლიოს ყველაზე ბედნიერი ბავშვი" უწოდეს 2014, 24 ნოემბერი, 15:17 ცოტა ხნის წინ დიდი ბრიტანეთის სამედიცინო კვლევების შედეგად ექიმები იმ დასკვნამდე მივიდნენ, რომ ჩვილს დედის მუცელში ყოფნის პერიოდშიც კი შეუძლია გაიღიმოს, რაზეც მეტყველებს 31 კვირის ფეხმძიმე დედის მუცელში ულტრაბგერითი 4 D დანახული გაცინებული ჩვილის გამომეტყველება. ამის შესახებ ინფორმაციას ავრცელებს The Telegraph.
როგორც ბავშვის მშობლები ემი კრეიგი და ლეიტონ ხარგრივზი საუბრობენ, მათ ჩვილის სიცილი ადრეც ჰქონდათ დაფიქსირებული, მაგრამ აქამდე არ სჯეროდათ, რომ ეს რეალური იყო. – " მე და ჩემი მეუღლე ლეიტონი სასიამოვნოდ გაკვირვებულები ვიყავით ბიჭის ღია და ფართო სიცილით.კლინიკის თანამშრომლები სკანირებას ცდილობდნენ, გაოცებულები იყვნენ და დაბადების შემდეგ ხომ სულ იცინის, ძილშიაც კი იცინის" - აცხადებს 24 წლის დედა ემი კრეიგი.დღეს ბრიტანეთში ხუთი თვის ლეოს ყველა დროის ყველაზე ბედნიერ ბავშვად თვლიან ბრიტანელები, რომელიც ყოველ წუთს უჩვენებს მშობლებს ნათელ ღიმილს. ლეოს მშობლებმა უკვე არა ერთი სამოდელო სააგენტოსგან მიიღეს შემოთავაზება, რომ სარეკლამო კლიპებში მოხდეს მისი ჩაწერა, მაგრამ უფროსები ჯერჯერობით თავს იკავებენ ბავშვის გამო და სააგენტოებს პასუხობენ, რომ ის ჯერ ძალიან პატარაა.
ადრე ფიქრობდნენ, რომ ახალშობილი ღიმილს იწყებდა დაბადების დღიდან, როცა ის დადებითად რეაგირებდა მამის ან დედის დაძახებაზე.მედიკოსები ამტკიცებენ, რომ სიხარულის შეგნებული გამოვლინება ბავშვს დაბადების დღიდანვე ეწყება და ეს ახალშობილის განვითარების პროცესის სწორი მიმართულებაა.
3D და 4D ულტრაბგერითი ეხოსკოპია სულ უფრო პოპულარული ხდება მთელ მსოფლიოში და მოუთმენელი მშობლებისათვის ეს შესაძლებელს ხდის ადრეული ფეხმძიმობის პერიოდში დაინახონ, როგორ გამოიყურება დაბადებამდე მათი პატარა.
P.S. ლეო Харгривза დიდი და ნათელი მომავალი ექნება და საიტის სახელით ბედნიერება და ჯანმრთელობა გვისურვებია ამ მუდამ მოღიმარი ანგელოზისთვის - წერს dailymail. 106 8-ს მოსწონს |
გენაცვალე რა საყვარელი ხარ. :))