x
image
worldsport.ge
ფეხბურთის იმიტაცია აფრიკულად

imageაფრიკის ეროვნებათა თასის საკვალიფიკაციო ჯგუფური ეტაპის ბოლო მე-6 ტურის მატჩი აბიჯანში, კოტდივუარის და კამერუნის ეროვნულ ნაკრებებს შორის ანგარიშით 0:0 დასრულდა.
კოტდივუარელებს ფინალურ ეტაპზე გასასვლელად განვლილ შეხვედრაში ფრეც აწყობდათ, შესაბამისად, მატჩის ბოლო წუთებში სპილოს ძვლის სანაპიროს წარმომადგენლებმა საფეხბურთო იმიტაციას მიმართეს და ბურთი საკუთარ ნახევარზე აგორავეს. გავრცელებული ვიდეოდან ჩანს, რომ არც კამერუნელები უტევდნენ მეტოქეს და ბოლო წუთებმა ასე მშვიდად ჩაიარა.
D ჯგუფში კამერუნმა პირველი ადგილი 14 ქულით დაიკავა, მეორეზე კი კოტდივუარი გავიდა 10 ქულით და უახლოეს მდევარი კონგოს დემოკრატიული რესპუბლიკა ერთი ქულით ჩამოიტოვა. ურთიერთშეხვედრებში კოტდივუარს კონგოსთან უარყოფითი ბალანსი ჰქონდა, შესაბამისად, კამერუნთან მარცხის შემთხვევაში მეორე ადგილზე ვერ გავიდოდა. კონგოელები ამ იმიტაციის მიუხედავად, ფინალურ ეტაპზე საუკეთესო მესამეადგილოსნის სტატუსით მაინც გავიდნენ.


გიორგი ბალახაძე

www.worldsport.ge

0
1
შეფასება არ არის
ავტორი:worldsport.ge
worldsport.ge
1
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0