ქალი და მამაკაცი ეჭვიანობის ნიადაგზე ზედიზედ ორი მკვლელობა და სანაპიროზე დამარხული გვამები 2014, 20 ნოემბერი, 13:26 დანაშაულის, სიკვდილიანობისა და ძალადობის ყველაზე მაღალი მაჩვენებელი ჰონდურასშია და გაეროს ნარკოტიკებისა და მკვლელობის განყოფილებამ გასულ წელს ჰონდურასში 100 ათასი მაცხოვრებლიდან 90, 4 მკვლელობის ფაქტი დააფიქსირა, რაც იმაზე მეტყველებს, რომ ეს დღევანდელ მსოფლიოში კატასტროფული მაჩვენებელია.ჰონდურასის ეროვნული პოლიციის გენერალური დირექტორი "Ассошиэйтед Пресс" - თან საუბრისას იტყობინება, რომ «Мисс Гондурас-2014» მკვლელობა აღიარა მისი დის "Бойфренд" - მა პლუტარქო რუისმა, რომელმაც დები მარია ხოსე ალვარადო და სოფია ტრინიდადი სიცოცხლეს გამოასალმა.წყაროს ინფორმაციით, 19 წლის მარია ხოსე ალვარადო მიმდინარე წლის აპრილის თვეში გახდა " მისს ჰონდურასი".უახლოეს დღეებში ის უნდა გაფრენილიყო ლონდონში, რათა შესაბამისად მომზადებულიყო «Мисс мира» კონკურსისთვის, რომელიც დეკემბერში გაიმართება. მამაკაცი - პლუტარქო რუისი, რომელიც უფროსი დის 23 წლის სოფიას მეგობარი მამაკაცი გახლდათ, აფექტის და ეჭვიანობის ნიადაგზე გახდა მკვლელი, რომელმაც ორი გოგონას სიცოცხლე შეიწირა. მისი განცხადებით, ის იძულებული გახდა მოეკლა საკუთარი შეყვარებული, რადგან ის სხვა ბიჭთან ცეკვავდა, შეეცადა გაეფრთხილებია და ეს გაფრთხილება დიდ ჩხუბში გადაიზარდა, რის გამოც იარაღი იშიშვლა და ესროლა სოფიას, თუმცა განზრახული არ ჰქონია მარიას მოკვლა, მაგრამ როცა მან გაქცევა სცადა, მაშინ ესროლა და ადგილზე მოკლა. შემდეგ გვამები თანამზრახველის ანუ მეგობრის დახმარებით მდინარის სანაპიროზე წაიღო და ორივე იქ დამარხა.გოგონები გასულ კვირას უგზოუკვლოდ დაიკარგნენ სამხრეთ ამერიკის კუნძულზე, სადაც ისინი დასასვენებლად იმყოფებოდნენ. გონდურასმა მარია ალვარადოს სახით " მის მსოფლიო" დაკარგა - წერს წყარო. 112 8-ს მოსწონს
|