როგორც “სანი” იუწყება ერთ-ერთმა ინგლისურმა კლუბმა ლიონელ მესის შესაძენად “ბარსელონას” 200 მილიონი გირვანქა შესთავაზა. ტრანსფერის განხორციელების შემთხვევაში ფეხბურთელის ხელფასი კვირაში დაბეგვრით 300 000 გირვანქა იქნება.
ინგლისელი ჟურნალისტები კონკრეტულად კლუბს არ ასახელებენ, თუმცა ერთ-ერთ ვარიანტად შესაძლოა “არსენალი” მოვიაზროთ. არგენტინელის ლონდონურ კლუბში გადასვლის შესახებ აქამდეც ვრცელდებოდა ინფორმაცია, თუმცა, შესაძლოა, “ბარსელონას” სხვა კლუბმა მიმართა.
“ბარსელონასთან” ერთად მესიმ უამრავი ტიტული მოიგო. მისი ძირითად გუნდში დებიუტი 2004 წელს შედგა, ხოლო 2005 წლიდან მოყოლებული არგენტინის ნაკრების წევრია.
დიმა შარიქაძე
www.worldsport.ge