x
image
worldsport.ge
რობერტ ცილერი

imageგერმანიის ეროვნული ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა იოაჰიმ ლიოვმა ესპანეთის ნაკრებთან ამხანგურ მატჩში (1:0) მეტოქის მსგავსად გადახალისებული შემადგენლობით ათამაშა გუნდი. გერმანელთა შორის კარგი შთაბეჭდილება დატოვა რობერტ ცილერმა.
“ჰანოვერის” მეკარე ხუთი წლის განმავლობაში “მანჩესტერ იუნაიტედში” ირიცხებოდა, თუმცა ალექს ფერგიუსონმა მოედანზე ერთხელაც არ შეუშვა. აღნიშნულ ფაქტზე ყურადღება ინგლისელმა ჟურნალისტებმა გაამახვილეს.
ინგლისურმა გრანდმა ცილერი ერთი სეზონით “ნორთჰემპტონში” გაანათხოვრა, სადაც ასევე იშვიათად თამაშობდა.
2010 წელს ცილერი სამშობლოში დაბრუნდა და “ჰანოვერის” მაისური მოირგო. 25 წლის მეკარემ შესაძლებლობების გამოვლენა ამ კლუბში მოახერხა და 2011 წელს ნაკრებში უკრაინასთან სადებიუტო შეხვედრა ჩაატარა.
ცილერი იოაჰიმ ლიოვმა გასულ მსოფლიოს ჩემპიონატზე იხმო. ახალგაზრდა მეკარე მოქმედი მსოფლიოს ჩემპიონია.
საინტერესოა, რომ ცილერის მსგავსად ფერგიუსონმა ძირითად გუნდში თამაშის საშუალება პოლ პოგბასაც არ მისცა.


დიმა შარიქაძე
www.worldsport.ge

0
2
შეფასება არ არის
ავტორი:worldsport.ge
worldsport.ge
2
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0