საზოგადოება ინგა გრიგოლია: – " თუ სააკაშვილს ჰგონია, რომ ივანიშვილი ჩემზე გიჟდება, ძალიან ცდება" 2014, 18 ნოემბერი, 14:40 ქართული სატელევიზიო სივრცის ერთ - ერთმა აქტიურმა სახემ ინგა გრიგოლიამ, რომელიც ორი საავტორო და პოპულარული სატელევიზიო გადაცემის ავტორია, " იმედის კვირის" გადაცემაში ექსპრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილზე გაშვებულ " კულუარულ კადრებს" ფეისბუქის საკუთარ გვერდზე გამოეხმაურა.რა თქმა უნდა, ექსპრეზიდენტმაც არ დააყოვნა პასუხი და მისთვის ჩვეული "სისწრაფით" უპასუხა ჟურნალისტებს. რას წერს ინგა გრიგოლია: - "ძალიან გამიკვირდა, რომ სატელევიზიო ტრიუკებში ერთ-ერთმა გამოცდილმა ყოფილმა პრეზიდენტმა არ იცოდა, რომ ეს არ იყო "რუსთავი 2"-ის კადრები. ეს იყო საერთო სიგნალი რომელიც მისდიოდა ყველა არხს. შესაბამისად, "იმედმა" ჩაწერა ის 21 წუთი და 55 წამი, სანამ სააკაშვილი ჩართვას ელოდა. გამოვიდეს რომელიმე მაგარი ჟურნალისტი და მითხრას, რომ არ გამოიყენებდა ამ კულუარულ კადრებს თუ როგორ ელოდებოდა სააკაშვილი რუსთაველზე პირდაპირ ჩართვას. რაც შეეხება მუმიფიცირებულს, თუ სააკაშვილს ჰგონია, რომ ბიძინა ივანიშვილს მზე და მთავრე ამოსდის ჩემზე, ძალიან ცდება. მე, როგორც წესი, ასეთი ბედი მაქვს, არც ერთ ხელისუფლებას არ უყვარს ჩემი გადაცემები. სააკაშვილს ვეტყოდი ერთს, რომ ძალიან შემცდარა თუ კი ფიქრობს, რომ ეს ივანიშვილის დაკვეთა იყო, რადგანაც ვის, ვის და თუ ბიძინა ივანიშვილს ვინმე არ უყვარს ერთ-ერთი მე ვარ", - აცხადებს ინგა გრიგოლია. ექს-პრეზიდენტ, მიხეილ სააკაშვილის უკრაინიდან ჩართვის სამზადისის კულუარული ვიდეომასალა "იმედის კვირის"ეთერში გავიდა და სააკაშვილმა ჟურნალისტების მიმართ სიტყვა " მუმიფიცირებული" გამოიყენა, რამაც ძალიან ააღელვა გადაცემის ავტორი. შეგახსენებთ, რომ, ჟურნალისტი ინგა გრიგოლია ექს-პრეზიდენტმა, მიხეილ სააკაშვილმა ღირსების ორდენით საპრეზიდენტო ვადის დასასრულს დააჯილდოვა, თუმცა ჟურნალისტმა ორდენის მიღებაზე უარი განაცხადა. 133 11-ს მოსწონს
|