იტალიელი ჟურნალისტები ვარაუდობენ, რომ ისედაც ცუდ დღეში მყოფი სერია A-ს აუტსაიდერი “პარმა”, კიდევ უფრუ რთულ სიტუაციაში აღმოჩნდება.
კლუბი ვალდებული იყო, სახელფასო დავალიანება დაეფარა და Football Italia-ს ცნობით, ამის უკიდურესი ვადა გუშინ ამოიწურა. რადგან დავალიანების დაფარვა არ მოხდა, ახლა კლუბს დასჯიან და ალბათ, იტალიის ფეხბურთის ფედერაცია “პარმას” ერთიდან 6 ქულამდე ჩამოაკლებს.
სერია A-ს განვლილი 11 ტურის შემდეგ, “პარმას” მხოლოდ ექვსი ქულა აქვს და სატურნირო ცხრილის ფსკერზე იმყოფება.
ზურა ქსოვრელი
www.worldsport.ge