x
image
worldsport.ge
რუნის მეასე მატჩი და 44-ე გოლი

imageუეინ რუნისთვის 15 ნოემბერს, სლოვენიის წინააღმდეგ მატჩი (3:1) ინგლისის ეროვნულ ნაკრებში მე-100 იყო, ხოლო 59-ე წუთზე გატანილი გოლი - რიგით 44-ე. ინგლისის ნაკრების ყველა დროის საუკეთესო ბომბარდირთა შორის “მანჩესტერ იუნაიტედის” ფორვარდი ამ დროისთვის მესამე ადგილს იყოფს ჯიმი გრივზთან.
პირველ ადგილზე სერ ბობი ჩარლტონია 49 გოლით გახლავთ, ხოლო მეორეზე გარი ლინეკერი - 48.
"უემბლიზე" გამართულ შეხვედრამდე ბობი ჩარლტონმა რუნის ნაკრებში მეასე მატჩისთვის სახსოვრად ოქროს კეპი აჩუქა, ინგლისელმა გულშემატკივრებმა კი სტადიონზე ბანერი გამოფინეს სადაც ეწერა: "რუნი არასდროს დაიღალო, ასზე არ შეჩერდე."
ევროპის 2016 წლის ჩემპინატის საკვალიფიკაციო ეტაპის მეოთხე ტურის მატჩში ანგარიში ინგლისელმა ჰენდერსენმა 58-ე წუთზე, საკუთარ კარში გატანილი გოლით გახსნა. ერთ წუთშივე რუნიმ გაათანაბრა, 66-ე და 72-ე წუთებზე კი უელბეკმა დუბლი შეასრულა და ინგლისელებს სამი ქულა მოუტანა.

გიორგი ბალახაძე

www.worldsport.ge

0
0
შეფასება არ არის
ავტორი:worldsport.ge
worldsport.ge
0
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0