x
image
ვიზა კოხაძე
"დღეს ამის არცოდნა არ არის არცოდვა, დღეს არცოდნა არჩევანია" - განაცხადა 15 ნოემბრის აქციაზე მისულმა პოეტმა დეფი გოგიბედაშვილმა

image15 ნოემბრის აქციაზე იმყოფებოდა პოეტი დავით დეფი გოგიბედაშვილი. მან ტელევიზიებთან ინტერვიუში განაცხადა: - " რუსი ოლიგარქისთვის საქართველოს პირად საკუთრებად გადაქცევა დანაშაულია, დანაშაულია მომავალი თაობის ისტორიის წინაშე და დღეს ამის არცოდნა არ არის არცოდვა. დღეს ამის არცოდნა არჩევანია. ვფიქრობ, რომ ეს არჩევანი - ვინ რას ვირჩევთ, განსაზღვრავს საერთოდ ყველაფერს ამქვეყნად და ყველაფრის აზრიც ხომ სწორედ ამ არჩევანშია.ჩვენ ყველანი ომში ვართ. ომი გრძელდებასაუკუნეებია.რუსეთი სამწუხაროდ არის აბსოლუტურად შეგნებელი და გათავხედებული იმპერია, ყოვლად გახრწნილი, მაგრამ ჩვენ ამ ომში ჩვენი თავისუფლებისთვის და სრულფასოვან, თავისუფალ სამყაროში ცხოვრებისთვის ამ დიდ არჩევანს რასაც გავაკეთებთ, არასდროს დავნებდებით არც ახლა, არც მერე და არც არასოდეს.შედეგი ყოველთვის დგება, ადრე თუ გვიან ყველა მოქმედებას აქვს თავისი შედეგი. ჩვენ არ შევეგუებით ანექსიას და მით უმეტეს ასეთი ფორმით. ეს ნონსენსია, რაც ყველამ უნდა დაინახოს, მათ შორის ევროპის დემოკრატიულმა სახელმწიფოებმა, მოქალაქეებმა, თავად რუსეთმა და მთელმა თავისუფალმა სამყარომ.'

დეფი გოგიბედაშვილმა ასევე ყურადღება გაამახვილა საქართველოს ახლანდელი ხელისუფლების მიმართაც და აღნიშნა: - " ახლანდელი ხელისუფლება ამ კონკრეტულ საკითხზე დუმილს ინარჩუნებს. მე ვფიქრობ, დუმილს მხოლოდ მაშინ აქვს აზრი, როდესაც სიმართლეს ეთანხმები და ლაპარაკს მხოლოს მაშინ აქვს აზრი, როდესაც სიმართლეს ამბობ" .imageცნობისათვის, რუსეთმა აფხაზეთის მთავრობას " ერთიანი ჯარის" შექმნა შესთავაზა და ეს კანონპროექტი აფხაზეთის პარლამენტში უკვე შესულია განსახილველად, რომლის ძირითადი მიზანია საერთო ინფრასტრუქტურის და საზღვაო კონტროლის ერთობლივ განხორციელებას.

0
19
7-ს მოსწონს
ავტორი:ვიზა კოხაძე
ვიზა კოხაძე
19
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0