x
image
worldsport.ge
მანჩინიმ “ინტერი” ჩაიბარა

imageროგორც მოსალოდნელი იყო, მილანის “ინტერის” თავკაცის პოსტზე ვალტერ მაცარი რობერტო მანჩინიმ ჩაანაცვლა. კლუბის ოფიციალური საიტის ცნობით, “მანჩესტერ სიტისა” და “გალათასარაის” ყოფილი მთავარი მწვრთნელი საკუთარი მოვალეობის შესრულებას დღეიდან შეუდგა.
“ბედნიერი ვარ რობერტო რომ დაბრუნდა. ჩვენ ვიცით, რომ მას ზურგს საზღვარგარეთ თუ იტალიაში მუშაობის დიდი გამოცდილება უმაგრებს. ის წარმატებებსაა მოწყურებული და გვწამს ჩვენს გუნდს სულ სხვა დონეზე გაიყვანს” - განაცხადა “ინტერის” პრეზიდენტმა და მფლობელმა ერიკ ტოჰირმა.
კონტრაქტის პირადი დეტალები არ ხმაურდება, თუმცა პრესაში ვრცელდებოდა ინფორმაცია, რომ მოლაპარაკება 2, 5-წლიანი შეთანხმების გაფორმებაზე მიმდინარეობდა.
აღსანიშნავია, რომ იტალიელი სპეციალისტი მილანურ კლუბთან ერთად ოთხი სეზონის განმავლობაში (2004-2008) უკვე მუშაობდა და სამჯერ მოიგო იტალიის ჩემპიონატი, ხოლო ორ-ორჯერ ქვეყნის თასი და სუპერთასი.


ზურა ქსოვრელი
www.worldsport.ge

0
1
შეფასება არ არის
ავტორი:worldsport.ge
worldsport.ge
1
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0