2013-2014 წლების საფეხბურთო სეზონში ლონდონის “ჩელსის” მოგებამ 20 მილიონი გირვანქა შეადგინა. ამის შესახებ ბრიტანული გამოცემა The Guardian-ი იუწყება.
ასეთი შედეგს ლონდონურმა კლუბმა ესპანელი ნახევარმცველის ხუან მატას “მანჩესტერ იუნაიტედში” 37 მილიონ გირვანქად გაყიდვის, ბრაზილიელი მცველის დავიდ ლუიზის პსჟ-ში 50 მილიონად გასხვისებისა და ინგლისის პრემიერლიგასთან ახალი კონტრაქტის გაფორმების ხარჯზე მიაღწია.
რუსი ოლიგარქის რომან აბრამოვიჩის მიერ “ჩელსის” შეძენის პერიოდიდან მეორედ მოხდა, ლონდონელებმა სეზონი მოგებით რომ დაასრულეს. 2011-2012 წლების სეზონში “ჩელსის” მოგება 1, 4 მილიონი გირვანქა იყო.
ლაშა თაბაგარი
www.worldsport.ge