ტურინის “იუვენტუსის” ესპანელ ლეგიონერს ფერნანდო ლორენტეს სჯერა, რომ თუ ტურინელთა მაისურით კარგად ითამაშებს, ესპანეთის ნაკრებშიც დაბრუნდება. ლორენტემ ამის შესახებ “სკაი სპორტს” განუცხადა.
“ჩემთვის მნიშვნელოვანია, რომ “იუვეს” მაისურით წარმატებით ვითამაშო და უფრო მეტი გავიტანო. ასეთ შემთხვევაში მჯერა, რომ ესპანეთის ნაკრებში ისევ გამომიძახებენ.” – თქვა ლორენტემ.
ფორვარდი იტალიაში “ბილბაოდან” 2013 წელს გადაბარგდა. გასულ სეზონში მან სერია A-ში 16 გოლი გაიტანა, წლეულს კი ჯერჯერობით მხოლოდ ერთხელ შეძლო თავის გამოჩენა. 29 წლის ფერნანდო ლორენტეს ესპანეთის ნაკრებში 24 თამაშში 7 გოლი აქვს გატანილი, ის 2012 წლის ევროპისა და 2010 წლის მსოფლიო ჩემპიონია.
გიორგი მელქაძე
www.worldsport.ge