პოლონეთის ფეხბურთელთა ეროვნული გუნდის მთავარმა მწვრთნელმა ადამ ნავალკამ, ევრო-2016-ს შესარჩევ ციკლში 14 ნოემბერს სტუმრად საქართველოს ნაკრებთან მატჩისთვის, ხოლო 18 ნოემბერს შინ შვეიცარიასთან სპარინგისთვის, შეკრებაზე გამოძახებულთა ვინაობა დაასახელა.
მეკარეები: ვოიცეხ შჩესნი (“არსენალი”, ინგლისი), ლუკაშ ფაბიანსკი (“სუონსი”, ინგლისი), არტურ ბორუცი (“ბორნმუთი”, ინგლისი).
მცველები: ტიაგო ციონეკი (“მოდენა”, იტალია), კამილ გლიკი (“ტორინო”, იტალია), არტურ იედრჟეიჩეკი (“კრასნოდარი”, რუსეთი), პაველ ოლკოვსკი (“კიოლნი”, გერმანია), ლუკაშ პიშჩეკი (“დორტმუნდი”, გერმანია), ლუკაშ შუკალა (“სტიაუა”, რუმინეთი), ლუკაშ ბროცი (“ლეგია”), რაფალ იანიცკი (“ლეხია”).
ნახევარმცველები: კამილ გროსიცკი (“რენი”, საფრანგეთი), გჟეგოჟ კრუშოვიაკი (“სევილია”, ესპანეთი), კშიშტოფ მაჩინსკი (“გუიჯოუ”, ჩინეთი), მაცეი რიბუსი (“ტერეკი”, რუსეთი), პიოტრ ზელინსკი (“ემპოლი”, იტალია), მაცეი გაიოსი (“იაგიელონია”), მიხალ კუხარჩიკი, ტომაშ იოდლოვეცი, მიხალ ჟურო (ყველა “ლეგია”), კაროლ ლინეტი (“ლეხი”), სებასტიან მილა (“შლიონსკი”) .
თავდამსხმელები: რობერტ ლევანდოვსკი (“ბაიერნი”, გერმანია), არკადიუშ მილიკი (“აიაქსი”, ჰოლანდია), ლუკაშ ტეოდორჩიკი (“დინამო”, კიევი, უკრაინა).
“გიბრალტართან, გერმანიასთან და შოტლანდიასთან წარმატებით ჩატარებული მატჩების შემდეგ, გვსურს ქულათა მარაგი თბილისში გავიუმჯობესოთ. მეტოქის გათვალისწინებით, მომავალ მატჩს პასუხისმგებლობით უნდა მოვეკიდოთ. საქართველოსთან შეხვედრიდან ოთხ დღეში, შვეიცარიასთან ამხანაგური თამაში გველის, რომელსაც ძალიან სერიოზულად უნდა მივუდგეთ. ზოგიერთი მოთამაშისთვის ეს თავის წარმოჩენის კარგი შანსი იქნება. ვიცით, რომ 2015 წლის მარტის ბოლომდე შეკრების ან ამხანაგური მატჩის ჩატარების საშუალება არ გვაქვს. მომავალ წელს, შესარჩევ ციკლში პირველ შეხვედრას 29 მარტს ირლანდიასთან გავმართავთ. საქართველოსთან და შვეიცარიასთან მატჩებამდე შეკრებაზე 25 ფეხბურთელი გამოვიძახეთ. ეს იმის გარანტიას გვაძლევს, რომ რომელიმე ფეხბურთელის ტრავმის ან ავადმყოფობის შემთხვევაში საკადრო პრობლემებს მშვიდად გადავჭრით”- იუწყება ნავალკას სიტყვებს პოლონეთის ფეხბურთის ფედერაციის ოფიციალური ვებგვერდი.
ლაშა თაბაგარი
www.worldsport.ge