x
image
worldsport.ge
ლორიამ თითი დაიზიანა

imageსაქართველოს ეროვნული ნაკრების კარის დარაჯმა გიორგი ლორიამ ხუთშაბათს, ოფი-ს ვარჯიში ნაადრევად დაასრულა. ინტერნეტპორტალ novasports.gr-ის ინფორმაციით, შაბათს “ქსანთისთან” მატჩში ქართველი მეკარის მოედანზე გასვლა საეჭვოა.
ხსენებული ინტერნეტპორტალის ინფორმაციით, ლორია თითის მოტეხვას გადაურჩა, მაგრამ დაზიანება სერიოზულია. ამიტომ, შაბათს მოედანზე მისი გასვლის შანსი მინიმალურია. თუმცა, საბოლოოდ ყოველივე პარასკევ საღამოს გასამართი ვარჯიშის მერე გადაწყდება.

ლაშა თაბაგარი

www.worldsport.ge

0
1
შეფასება არ არის
ავტორი:worldsport.ge
worldsport.ge
1
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0