x
image
ვიზა კოხაძე
სენსაცია მოხდა გერმანიაში, როდესაც მეხანძრეები იძულებულნი გახდნენ სახლის სახურავიდან ჩამძვრალიყვნენ სახლში და დახმარებოდნენ ხუთი წლის დაუბანელ კაცს ( + ვიდეო )

imageგერმანიაში, ქალაქ სტრასბურგის პოლიციამ მოქალაქეებისგან შეტყობინება მიიღო იმის შესახებ, რომ მათ მეზობლად სახლში იმყოფებოდა მამაკაცი, რომელიც 5 წელია არავის უნახაბს და მისი სახლიდან საშინელი აყროლებული სუნი გამოდიოდა.მეხანძრეები იძულებულნი გახდნენ აირსაწინააღმდეგო ნიღბებით სახლის სახურავიდან ჩასულიყვნენ მოქალაქესთან, რამდენადაც სახლის კარიდან შესვლა შეუძლებელი იყო - სახლში აღმოაჩინეს აუარებელი პიცის ცარიელი ყუთები და 65 წლის საწოლს მიჯაჭვული უზომოდ მსუქანი მამაკაცი. მეხანძრეების თქმით ეს იყო აბსოლუტურად ჯოჯოხეთური სიბინძურე 'absolute hell' .imageimageმამაკაცის სხეულს დაწყებული ჰქონდა ლპობა, ისევე როგორც სახლში დაყრილ ნაგავს, რამაც მეზობლები გამოაფხიზლა.მამაკაცის სიმსუქნის გამო ფაქტიურად შეუძლებელი გახდა მისი კარიდან გამოყვანა და პოლიციამ მეხანძრეებთან ერთად ამწე გამოიძახა.

მამაკაცი, რომელსაც მეზობლები "a 25-stone man" მოიხსენიებდნენ, სასწრაფოდ საავადმყოფოში იქნა გადაყვანილი. როგორც კი აზრზე მოიყვანეს, მან მეხანძრეებს განუცხადა, რომ ფიზიკურად არ შეეძლო არც ტანსაცმლის გამოცვლა, გარეცხვა, საკუთარი სხეულის დაბანა და მიზეზი კი სიმსუქნე იყო.imageimageimage
დამხმარე რაზმმა სასწრაფო წესით დეზინფექცია გაუკეთა როგორც მის საწოლს, ასევე ტანსაცმელს და მთელს მიმდებარე ტერიტორიას.image

ის შიმშილის დაკმაყოფილების მიზნით ყოველ დღე იძახებდა პიცის და მინერალური წყლის მომტანებს და ამიტომაც დახვდათ სახლში შეღწეულ სახანძრო რაზმს აუარებელი ცარიელი ბოთლებისა თუ ცარიელი პიცის ყუთებით სავსე ოთახები, რაზეც მეხანძრეებმა ინტერვიუში დასძინეს: – " ეს იყო ენით აუწერელი სიბინძურე და საზიზღარი სუნი, რომლის მსგავსი არასოდეს გვცემია".

0
54
9-ს მოსწონს
ავტორი:ვიზა კოხაძე
ვიზა კოხაძე
54
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0