მიუნხენის “ბაიერნის” გენერალური დირექტორი კარლ-ჰაინც რუმენიგე ჰოლანდიელი სპეციალისტის ლუის ვან გაალის მადლობელია. გერმანელი აღნიშნავს, რომ კლუბის ამჟამინდელი კარგი თამაში სწორედ ჰოლანდიელის დამსახურებაა.
“ვუყურებთ და ვხედავთ გუნდი ბურთს ხშირად ფლობს და შეგვიძლია ვთქვათ, რომ პირველი სწორი ნაბიჯი ამ კომპონენტის გასაუმჯობესებლად ლუის ვან გაალმა გადადგა. ჩვენ იგი თავის დროზე იმიტომ მოვიწვიეთ, რომ დაენერგა ახალი ფილოსოფია. დარწმუნებული ვიყავი, რომ იგი ახალ ტაქტიკურ და ტექნიკურ ხედვას წარმოადგენდა და რომ იგი კარგი სპეციალისტია. მან შეცვალა გუნდის შესაძლებლობები და მჯერა, “მანჩესტერშიც” იგივეს გააკეთებს. ვან გალისგან ბევრი ვისწავლე და მის მოსვლამდე სრულიად განსხვავებული იდეები მქონდა.” – განაცხადა რუმენიგემ.
მაგალითისთვის, თომას მიულერის მთავარ გუნდში დაწინაურება და თამაში ლუის ვან გალის დამსახურებაა. ჰოლანდიელ სპეციალსტს განსხვავებული ხედვა აქვს და ძირითადად ახალგაზრდა ფეხბურთელებზე აკეთებს აქცენტს. ვან გალის მიერ ახალგაზრდებით დაკომპლექტებულმა ჰოლანდიის ეროვნულმა ნაკრებმა 2014 წლის მუნდიალზე მესამე ადგილი დაიკავა. ჰოლანდიელი სპეციალისტის დამოძღვრილმა “ბაიერნმა” 2009/2010 წლების სეზონში გერმანიის ჩემპიონატი, თასი და სუპერთასი მოიგო, ხოლო ჩემპიონთა ლიგაზე ფინალში “ინტერთან” დამარცხდა.
გიორგი ბალახაძე
www.worldsport.ge