მსოფლიო ფეხბურთის მმართველმა ორგანომ ფიფამ უკვე საჯარო გახადა იმ 23 ფეხბურთელთა სია, რომლების 2014 წლის საუკეთესო ფეხბურთელისთვის განკუთვნილი ტიტულისთვის "ოქროს ბურთის" დასაკუთრებლად იბრძოლებენ. აღსანიშნავია, რომ ნომინირებულ ფეხბურთელებს შორის ურუგვაის ეროვნული ნაკრების და "ბარსელონას" თავდამსხმელი ლუის სუარესი ვერ მოხვდა.
1-ელ დეკემბერს ფიფა 23-კაციან სიას 3-მდე შეამცირებს, ხოლო 2015 წლის 12 იანვარს, შვეიცარიის ქალაქ ციურიხში დაჯილდოების ცერემონიალი გაიმართება.
"ოქროს ბურთი" ყველაზე მეტჯერ ლიონელ მესიმ დაისაკუთრა (2009, 2010, 2011, 2012) და არგენტინელს რეკორდის გაუმჯობესების შანსი აქვს. რაც შეეხება გასული წლის საუკეთესო ფეხბურთელ კრიშტიანუ რონალდუს, პორტუგალიელს აღნიშნული საპატიო ჯილდო 2008 წელსაც მიაკუთვნეს. "რეალის" ფორვარდს შანსი აქვს "ოქროს ბურთი" მესამედ მოიპოვოს და ამ მაჩვენებლით ჰოლანდიელებს მარკო ვან ბასტენს (1988, 1989, 1992), იოჰან კრუიფს (1971, 1973, 1974) და ფრანგ მიშელ პლატინს (1983, 1984, 1985) დაეწიოს.
"ოქროს ბურთის" ნომინაციაში შემდეგი ფეხბურთელები არიან წარდგენილნი:
გარეთ ბეილი (მადრიდის "რეალი", უელსი)
ქარიმ ბენზემა (მადრიდის "რეალი", საფრანგეთი)
დიეგო კოშტა (მადრიდის "ატლეტიკო", ამჟამად ლონდონის "ჩელსი", ესპანეთი)
ტიბო კურტუა (მადრიდის "ატლეტიკო", ამჟამად ლონდონის "ჩელსი", ბელგია)
კრიშტიანუ რონალდუ (მადრიდის "რეალი", პორტუგალია)
ანხელ დი მარია (მადრიდის "რეალი", ამჟამად "მანჩესტერი", არგენტინა)
მარიო გიოტცე (მიუნხენის "ბაიერნი", გერმანია)
ედენ აზარი (ლონდონის "ჩელსი", ბელგია)
ზლატან იბრაჰიმოვიჩი (პსჟ, შვედეთი)
ანდრეს ინიესტა ("ბარსელონა", ესპანეთი)
ტონი კროოსი (მიუნხენის "ბაიერნი", ამჟამად მადრიდის "რეალი", გერმანია)
ფილიპ ლამი (მიუნხენის "ბაიერნი", გერმანია)
ხავიერ მასკერანო ("ბარსელონა", არგენტინა)
ლიონელ მესი ("ბარსელონა", არგენტინა)
თომას მიულერი (მიუნხენის "ბაიერნი", გერმანია)
მანუელ ნოიერი (მიუნხენის "ბაიერნი", გერმანია)
ნეიმარი ("ბარსელონა", ბრაზილია)
პოლ პოგბა (ტურინის "იუვენტუსი", საფრანგეთი)
სერხიო რამოსი (მადრიდის "რეალი", ესპანეთი)
არიენ რობენი (მიუნხენის "ბაიერნი", ჰოლანდია)
ხამეს როდრიგესი ("მონაკო", ამჟამად მადრიდის "რეალი", კოლუმბია)
ბასტიან შვაინშტაიგერი (მიუნხენის "ბაიერნი", გერმანია)
იაია ტურე ("მანჩესტერ სიტი", კოტდივუარი)
გიორგი ბალახაძე
www.worldsport.ge