x
image
worldsport.ge
“ზესტაფონს” “პრივატბანკი” დაასპონსორებს

imageსაფეხბურთო კლუბ “ზესტაფონის” სპონსორი უკრაინული “პრივატბანკი” გახდა. 22 ოქტომბერს “ზესტაფონის” ოფისში “პრივატბანკის” აღმასრულებელმა დირექტორმა იური კანდაუროვმა და “ზესტაფონის” გენერალურმა დირექტორმა მიხეილ ხუციშვილმა თანამშრომლობის ხელშეკრულება გააფორმეს, რომელიც 1 წლიანია.
კონტრაქტის თანახმად, “ზესტაფონი” გარკვეულ თანხას მიიღებს, რომელიც არ დაკონკრეტებულა, ხოლო სამაგიეროდ, “პრივატბანკს” რეკლამას გაუწევს საქართველოს ეროვნულ ჩემპიონატსა და ევროტურნირებზე.
ხელშეკრულების გაფორმებას “ზესტაფონის” პრეზიდენტი ილია კოკაიაც დაესწრო.



ლაშა თაბაგარი

www.worldsport.ge

0
23
1-ს მოსწონს
ავტორი:worldsport.ge
worldsport.ge
23
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0