x
image
worldsport.ge
მარანი "კიევოს" ახალი მწვრთნელია

image51 წლის იტალიელი სპეციალისტი როლანდო მარანი "კიევოს" ახალი მწვრთნელი გახდა. აღნიშნული ინფორმაცია "მფრინავი ვირების" ოფიციალურმა ვებგვერდმა გაავრცელა.
შაბათს "რომასთან" სტუმრად განცდილი მარცხის შემდეგ (0:3), "კიევოს" ხელმძღვანელობამ გუნდის მთავარი მწვრთნელი ეუგენიო კორინი დაითხოვა და ახალი თავკაცი უმალვე დანიშნა.
მარანი ვერონელების ყოფილი ფეხბურთელიც გახლავთ. 1986 წელს, როდესაც "კიევო" იტალიის მეოთხე დივიზიონში ასპარეზობდა, მაშინ მარანი კლუბის კაპიტანი გახლდათ. ვერონელთა მაისურით როლანდომ 280 შეხვედრა ჩაატარა და 11 გოლი გაიტანა.
"კიევოს" მწვრთნელად დანიშვნამდე მარანი "კატანიას" 2014 წლის 16 იანვრიდან 6 აპრილამდე წვრთნიდა. 1997/98 წლების სეზონში იტალიელი სპეციალისტი "კიევოს" მთავარი მწვრთნელის სილვიო ბალდინის ასისტენტიც გახლდათ.



გიორგი ბალახაძე

www.worldsport.ge

0
22
1-ს მოსწონს
ავტორი:worldsport.ge
worldsport.ge
22
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0