ფეხბურთი
რონალდუ, კოშტა და ველა გასული სეზონის საუკეთესო თავდამსხმელის ტიტულისთვის იბრძოლებენ
2014, 18 ოქტომბერი, 18:50
ესპანეთის პროფესიული ფეხბურთის ლიგამ დაასახელა სამი ფეხბურთელი, რომლებიც 2013/14 წლების სეზონის პრიმერადივიზიონის საუკეთესო თავდამსხმელის ტიტულისთვის იბრძოლებენ.
აღნიშნული წოდებისთვის ნომინირებულნი არიან პორტუგალიელი კრიშტიანუ რონალდუ ("რეალი", 31 გოლი), ესპანელი დიეგო კოშტა ("ატლეტიკო", 27 გოლი) და მექსიკელი კარლოს ველა ("სოსიედადი", 16 გოლი). ყველასთვის მოულოდნელად სამ კანდიდატს შორის ვერ მოხვდა არგენტინელი ლიონელ მესი ("ბარსელონა", 28 გოლი).
ესპანეთის პროფესიული ფეხბურთის ლიგის დაჯილდოება 27 ოქტომბერს გაიმართება.
გიორგი ბალახაძე
www.worldsport.ge