ფეხბურთი
ინიესტა – “ოქროს ფეხის” გამარჯვებული
2014, 14 ოქტომბერი, 15:38
ანდრეს ინიესტა გახდა პირველი ესპანელი და კატალონიის "ბარსელონას" ფეხბურთელი, რომელმაც “ოქროს ფეხის” ტიტული მოიპოვა.
2014 წლის “ოქროს ფეხის” ნომინაციაში წარდგენილნი იყვნენ კრიშტიანუ რონალდუ, უეინ რუნი, ანდრეა პირლო, მანუელ ნოიერი, ტიაგო სილვა, ფრანკ რიბერი, იაია ტურე, ტიერი ანრი და მარტა.
“ოქროს ფეხის” გამარჯვებული 28 წლის ზემოთ მყოფი ფეხბურთელი მხოლოდ ერთხელ ხდება. აღნიშნული დაჯილდოება მონაკოში 2003 წლიდან იმართება. პირველი გამარჯვებული რობერტო ბაჯო გახდა.
2003 - რობერტო ბაჯო ("ბრეშა")
2004 - პაველ ნედვედი ("იუვენტუსი")
2005 - ანდრეი შევჩენკო ("მილანი")
2006 - რონალდო ("რეალი")
2007 - ალესანდრო დელ პიერო ("იუვენტუსი")
2008 - რობერტო კარლოსი ("ფენერბაჰჩე)
2009 - რონალდინიო ("მილანი")
2010 - ფრანჩესკო ტოტი ("რომა")
2011 - რაიან გიგზი ("მანჩესტერ იუნაიტედი")
2012 - ზლატან იბრაჰიმოვიჩი (პსჟ)
2013 - დიდიე დროგბა ("გალათასარაი")
გიორგი ბალახაძე
www.worldsport.ge