x
image
ვიზა კოხაძე
პუტინის 62 წლის იუბილეს რუსულმა საიტმა სტატია მიუძღვნა სათაურით: - " ტოპ 10 პრეზიდენტი და მათი საიდუმლო საყვარლები" ( ნაწილი პირველი )
7 ოქტომბერს რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინს 62 წელი შეუსრულდა და როგორც სტატიაში ვკითხულობთ, მას გასაიდუმლოებული რომანი აქვს ალინა კაბაევასთან, (თუმცა ეს დღეს საიდუმლო უკვე ნამდვილად აღარ არის ) რომელთანაც ურთიერთობა 2006 წელს დაიწყო, მაშინ როცა რუსმა ტანმოვარჯიშემ საკუთარი სპორტული კარიერა დაასრულა და რუსეთის პრეზიდენტისგან ჯილდო მიიღო. პუტინი სწორედ ამიტომ გაშორდა ოფიციალურად ცოლს ლიუდმილას და 2013 წელს კაბაევამ პუტინისგან გოგონა გააჩინა. ამის შესახებ კი ოფიციალური ინფორმაცია გაავრცელა "New York Post"image

არა ნაკლებ გახმაურებული და საიდუმლო რომანი ჰქონდა ლიბიის ლიდერს მუამარ კადაფს გალინა კოლოტნიცკაიასთან.ერთ დროს სკანდალი გამოჩნდა ცნობილ საიტზე "WikiLeaks",

სადაც წერდნენ, რომ კადაფს დიდი ლტოლვა ჰქონდა "роскошная блондинка" უკრაინელი ექთნის - 38 წლის გალინა კოლოტნიცკაიას მიმართ.image

როდესაც მისმა ქალიშვილმა ოფიციალურად განუცხადა უკრაინულ პრესას დედისა და კადაფის ინტიმური ურთიერთობის შესახებ, მათ ეს კატეგორიულად უარყვეს.


ირინა აბელცკაია - მკურნალი ექიმი ალექსანდრე ლუკაშენკოსი, რომელიც წლების მანძილზე კონსულტანტ - ენდოკრინოლოგად მუშაობდა, მაგრამ ბოლოს ის ქვეყნის მთავარი საავადმყოფოს მთავარი ექიმი გახდა მას შემდეგ, როცა ოფიციალურად მიიღო პრეზიდენტის პირადი ექიმის სტატუსი.2004 წელს მან გააჩინა ვაჟი, რომელიც სამშობიაროდან ალექსანდრე ლუკაშენკოს სახელით და გვარით გამოწერეს.image

ალანა გაგლოევა - საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის საყვარელი ქალი და მისი ყოფილი პრეს - მდივანი.წყაროზე დაყრდნობით, ზუსტად იმ დროს იყო გაგლოევა სააკაშვილისგან ფეხმძიმედ, როცა სანდრა რულოვსი მეორე შვილზე დაფეხმძიმდა. სკანდალის აშორების მიზნით " ყოვლისშემძლე" სააკაშვილმა გადაწყვიტა საყვარელი ქალი შიდა ქართლის მაშინდელი გუბერნატორისთვის მიშა ქარელისთვის " ეჩუქებინა", მაგრამ გაგლოევას არ მოეწონა საყვარელი მამაკაცის ეს იდეა და 20 წლის ასაკში ულამაზესი გოგონა დარჩა კარიერის და წარმატებული მომავლის გარეშე.image

საბოლოო ჯამში პრეზიდენტმა სააკაშვილმა გაგლოევა ერთ პატარა ქალაქში გააგზავნა საცხოვრებლად.სააკაშვილის სექსუალური თავშეუკავებლობის შესახებ "მითი თუ რეალობა" დასრულდა.

სკანდალური და სენსაციური იყო საფრანგეთის პრეზიდენტის ფრანსუა მიტერანის სასიყვარულო თავგადასავლები ანნა პენჟოსთან, რომელთანაც მიტერანმა ქალიშვილი მაზარინი გააჩინა. ჟაკ შირაკის ხელისუფლებაში მოსვლის შემდეგ მან სასწრაფოდ გამოსცა ბრძანება იმის შესახებ, რომ პენჟოს და მის ქალიშვილს მაზარინს დაეტოვებინათ
"Елисейского дворца".სკანდალი ფრანსუას გარდაცვალების შემდეგაც არ შეწყვეტილა, რამდენადაც მის დაკრძალვაზე ოჯახი კატეგორიული წინააღმდეგი იყო მისულიყვნენ ანა პენჟო და მაზარინი. უახლესი ინფორმაციით ამჟამად საყვარელიც და ცოლიც პარიზის ერთ - ერთ მუზეუმში ერთად მუშაობენ.image

P. სტატია რომ მოსაწყენი არ ყოფილიყო, გადავწყვიტე ის ორ ნაწილად გამეყო და ინფორმაციისთვის მეორე ნაწილში მსოფლიოს ცნობილი და სკანდალური პრეზიდენტების: - ჯონ კენედის, ბილ კლინტონის, ადოლფ გიტლერის, ბარაკ ობამას და ვალერი Жискара д' Эстена საიდუმლო სიყვარულის ისტორიებს მოგითხრობთ.

0
1047
8-ს მოსწონს
ავტორი:ვიზა კოხაძე
ვიზა კოხაძე
1047
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0