x
image
worldsport.ge
კუიტმა სანაკრებო კარიერა დაასრულა

imageსტამბულის “ფენერბაჰჩეს” თავდამსხმელმა დირკ კუიტმა სანაკრებო კარიერა დაასრულა. აღნიშნული ინფორმაცია თავად ჰოლანდიელმა ფეხბურთელმა De Telegraaf-ს ამცნო: “რთული გადაწყვეტილება მივიღე, ჰოლანდიის ეროვნულ ნაკრებში თამაში ძალიან დიდი პატივი იყო და ყოველთვის ჩემი ქვეყნის გულშემატკივარი დავრჩები.”
34 წლის კუიტმა “ნარინჯისფერთა” მაისურით 104 მატჩი ჩაატარა და 24 გოლთან ერთად 19 საგოლე გადაცემაც მიითვალა. ჰოლანდიელმა საკუთარი ქვეყნის ღირსება სამ მუნდიალსა (2006, 2010, 2014) და ორ ევროპის ჩემპიონატზე (2008, 2012) დაიცვა.
ფეხბურთელი 2010 წლის მსოფლიო ჩემპიონატზე ვერცხლის მედალოსანი გახდა, ხოლო ბრაზილიაში გამართულ მუნდიალზე მასპინძლების ძლევის შემდეგ, საკუთარ ჯილდოებს ბრინჯაოს მედალიც შემატა.


გიორგი ბალახაძე

www.worldsport.ge

0
7
შეფასება არ არის
ავტორი:worldsport.ge
worldsport.ge
7
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0