x
image
worldsport.ge
ევროპული კლუბების დანაკარგი 900 მილიონით შემცირდა

imageუეფას ლიცენზირებისა და ფინანსური ფეირ პლეის კომიტეტის თავმჯდომარემ დევიდ გილმა იმ ღონისძიებებზე ისაუბრა, რომლებმაც ევროპული საკლუბო ფეხბურთის ეკონომიკური მდგომარეობა გააჯანსაღა.
“ფინანსური ფეირ პლეის მხრივ გატარებული ღონისძიებების შედეგი ერთი წლის შემდეგ იმედისმომცემია. უეფამ წარმოადგინა ის გონებრივი მეთოდები, რომლებმაც კლუბების მიერ თანხის გადახარჯვა შეამცირა. ახლახანს მივიღეთ ციფრები, რომელიც ამ სისტემის ეფექტურობას ადასტურებს: უკანასკნელი ორი წლის განმავლობაში ევროპული კლუბების ფინანსური გადახარჯვა 1, 7 მილიარდიდან 800 მილიონ ევრომდე შემცირდა. ეს კი იმაზე მეტყველებს, რომ კლუბები ახალ პირობებზე მორგებას ცდილობენ. ფინანსური ფეირ პლეი ფეხბურთის ლანდშაფტის ნაწილი გახდა და მნიშვნელოვანია, რომ კლუბებმა ის კარგად მიიღეს” - აღნიშნა გილმა.
ფინანსური ფეირ პლეისა და კლუბების ლიცენზირების განყოფილების უფროსის ანდრეა ტრავერსოს მოხსენების თანახმად, 2013/2014 წლებში ლიცენზირება ევროპის უმაღლესი ლიგის 562-მა კლუბმა გაიარა და ლიცენზია 453-მა მიიღო. ფინანსური ფეირ პლეისა და ლიცენზირების მოთხოვნების დაუკმაყოფილებლობის გამო 2014/2015 წლების ევროტურნირებში მონაწილეობაზე უარი 6 კლუბს ეთქვა. 2010/2011 წლების შედეგთან შედარებით, კლუბების საშუალო დავალიანება 57 მილიონიდან 8 მილიონამდე შემცირდა.



ზურა ქსოვრელი

www.worldsport.ge

0
17
შეფასება არ არის
ავტორი:worldsport.ge
worldsport.ge
17
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0