x
image
ვიზა კოხაძე
3 მილიონ დოლარად შეფასებული საქორწინო საჩუქარი ბრედ პიტს მეუღლისაგან

image
ძნელია გააოცო მსოფლიო, მაგრამ ჰოლივუდის ერთ - ერთმა ყველაზე მაღალანაზღაურებადმა მსახიობმა ანჯელინა ჯოლიმ ეს შეძლო, როდესაც საყვარელ მეუღლეს "watches" ფირმის ძვირადღირებული შვეიცარიული საათი აჩუქა, რომლის საბაზრო ღირებულება 3 მილიონი დოლარია.

იშვიათი მოდელის შვეიცარულმა კომპანიამ "Patek Philippe" 1952 წელს დაამზადა ეს საათი.იმისათვის, რომ საჩუქარი კიდევ უფრო ფასეული ყოფილიყო, ჯოლიმ შეძენილი საათი იუველირებს მისცა იმ მიზნით, რომ სპეციალური გრავიურით გადაეცა საყვარელი მამაკაცისთვის.მანვე სთხოვა იუველირებს გაეკეთებინათ წარწერა «Для Роли от Нессы». ეს არის წყვილის ერთობლივი ფილმი "ზღვასთან", რომელსაც ამჟამად მალტაში იღებენ.

იუველირი კუნძულ "Gozo" გაზეთ "The Mirror" მიცემულ ინტერვიუში აცხადებს: - " ეს არის მართლაც უიშვიათესი და შეუფასებელი საგანძური, რომელიც ბრედ პიტს ეკუთვნის, რამდენადაც მე თავად ამოვტვიფრე ბრედის სახელი საათზე".image

შეგხსენებთ, რომ წყვილმა საკუთარი ქორწილის ამსახველი ფოტოები ძალიან ძვირად გაყიდა და აღებული მნიშვნელოვანი თანხა საქველმოქმედო ფონდში გადარიცხეს, რომელიც ორგანიზაციას - " ექიმები საზღვრების გარეშე" დააფინანსებს.რაც შეეხება ოჯახის დანარჩენ ბიუჯეტს, შეთანხმების თანახმად წყვილი ერთნაირად განკარგავს დაგროვილ მილიონებს, ხოლო განქორწინების შემთხვევაში მთლიანი ქონება თანაბრად გაიყოფა ექვს შვილზე.

0
168
6-ს მოსწონს
ავტორი:ვიზა კოხაძე
ვიზა კოხაძე
168
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0