ფეხბურთი
ვან გაალმა ცოლს საჩუქარი გაუკეთა
2014, 15 სექტემბერი, 13:44
ინგლისის პრემიერლიგის მეოთხე ტურში პირველი გამარჯვება იზეიმა ლუის ვან გაალის დამოძღვრილმა "მანჩესტერ იუნაიტედმა". "წითელმა ეშმაკებმა" "ოლდ ტრაფორდზე" "ქუინზ პარკ რეინჯერსი" 4:0 გაანადგურეს.
მატჩისშემდგომ პრესკონფერენციაზე, ჰოლანდიელმა სპეციალისტმა აღნიშნა, რომ ახალწვეულმა ფეხბურთელებმა პრემიერლიგაში ადაპტაცია კარგად გაიარეს.
"როდესაც გუნდი 4:0 იგებს ბედნიერები ვართ. ყველაფერი თავიდან იწყება და ყოველთვის გვექნება გასაუმჯობესებელი. ახალწვეულებმა პრემიერლიგაში ადაპტაცია წარმატებით გაიარეს და ჩემი მითითებები სწორად შეასრულეს. დღეს ჩემი ცოლის დაბადების დღეა და მოგებით კარგი საჩუქარი გავუკეთეთ." - განაცხადა ვან გალმა.
გიორგი ბალახაძე
www.worldsport.ge