x
image
worldsport.ge
ბრაზილიის საფეხბურთო კონფედერაციის საქმეს ფიფა სწავლობს

imageმსოფლიო ფეხბურთის მმართველი ორგანიზაცია ფიფა Sunday Times-ის მიერ გამოქვეყნებულ სტატიაზე მოკვლევის დაწყებას აპირებს.
გამოცემის ცნობით, 2014 წლის ბრაზილიის მსოფლიო ჩემპიონატის მსვლელობისას, ამ ქვეყნის ფეხბურთის კონფედერაციის სახელით, იოზეფ ბლატერმა და აღმასრულებელი კომიტეტის 26-მა წევრმა საჩუქრად 25 ათასი დოლარის ღირებულების საათები მიიღეს.
“ბრაზილიის ფეხბურთის კონფედერაციის 100-წლიან იუბილესთან დაკავშირებით, ამ ორგანიზაციამ სხვადასხვა პირებს, მათ შორის აღმასკომის წევრებს, საკუთარი სპონსორის სახელით საათები უსახსოვრა. ეთიკის კომიტეტი ინფორმირებულია და ამ საკითხს შეისწავლის” - წერია ფიფას ოფიციალურ განცხადებაში.
ფიფას ეთიკის კოდექსის თანახმად, ორგანიზაციის ფუნქციონერებს ძვირადღირებული, არასიმბოლური საჩუქრების მიღება ეკრძალებათ.



ზურა ქსოვრელი

www.worldsport.ge

0
6
შეფასება არ არის
ავტორი:worldsport.ge
worldsport.ge
6
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0