x
image
worldsport.ge
"მილანის" ლაზარეთს ლოპესი, ალექსი და ტორესი შეემატნენ

imageიტალიის ჩემპიონატის მეორე ტურის ბოლო მატჩში "მილანმა" "პარმა" სტუმრად უხვგოლიან მატჩში 5:4 დაამარცხა, თუმცა “როსონერის” გამარჯვება შეიძლება ითქვას ძვირად დაუჯდა.
აღნიშნულ მატჩში ტრავმები ესპანელმა მეკარე დიეგო ლოპესმა და ბრაზილიელმა მცველმა ალექსმა მიიღეს. ჯერჯერობით უცნობია, თუ რა სახის ტრავმები აწუხებთ აღნიშნულ ფეხბურთელებს, ან რამდენხნიანი უქმობა მოუწევთ.
რაც შეეხება ფერნანდო ტორესს, ესპანელი თავდამსხმელი დებიუტისთვის ემზადებოდა, თუმცა შაბათს ვარჯიშზე კოჭის ტრავმა მიიღო და "პარმასთან" მისი თამაში გამოირიცხა.
"მილანს" მომდევნო მატჩი 20 სექტემბერს შინ "სან სიროზე" "იუვენტუსის" წინააღმდეგ აქვს.


გიორგი ბალახაძე

www.worldsport.ge

0
30
შეფასება არ არის
ავტორი:worldsport.ge
worldsport.ge
30
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0