x
image
worldsport.ge
“ჩიჩარიტოს” დებიუტს მადრიდულ დერბიში ელიან

imageმადრიდის “რეალის” მექსიკელი ახალშენაძენის - ხავიერ ერნანდესის (“ჩიჩარიტო”) დებიუტი, სავარაუდოდ, მადრიდულ დერბიში “ატლეტიკოსთან” შედგება.
“სამეფო კლუბის” მთავარმა მწვრთნელმა კარლო ანჩელოტიმ Marca-სთან საუბრისას აღნიშნა, რომ დიდი ალბათობით ერნანდესი შეცვლაზე ითამაშებს.
“დანამდვილებით შემიძლია ვთქვა, რომ ის სასტარტო შემადგენლობაში არ იქნება, თუმცა, ვფიქრობ, მას ამ მატჩში გუნდისათვის სარგებლის მოტანა შეუძლია” - თქვა ანჩელოტიმ.
26 წლის “ჩიჩარიტო” მადრიდის “რეალში” “მანჩესტერ იუნაიტედიდან” განათხოვრების წესით გადავიდა. აღსანიშნავია, რომ ყოფილ კლუბებში - “ჩივასსა” და “მანჩესტერ იუნაიტედში”, ერნანდესი სადებიუტო შეხვედრებში შეცვლაზე შევიდა და ორივე შემთხვევაში თავი გატანილი გოლებით გამოიჩინა.
ესპანეთის პრიმერა დივიზიონის მატჩი “რეალსა” და “ატლეტიკოს” შორის დღეს, 13 სექტემბერს თბილისის დროით 22 საათზე დაიწყება.


ზურა ქსოვრელი

www.worldsport.ge

0
1
შეფასება არ არის
ავტორი:worldsport.ge
worldsport.ge
1
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0