x
image
natia.a
რა ხდება amazon.com-ის საწყობებში
Amazon.com - მსოფლიოში უმსხვილესი ინტერნეტ-მაღაზიაა, სადაც ყველაფრის ყიდვაა შესაძლებელი, წიგნებიდან და ელექტროტექნიკიდან დაწყებული, ტანსაცმლით და ავეჯით დამთავრებული. გასაკვირი არ არის, რომ ამ მასშტაბის მიმწოდებელს მსოფლიოში ყველაზე დიდი საწყობები აქვს. ქვემოთ მოცემული ფოტოები საშუალებას მოგვემს ცოტა ხნით შევიხედოთ ამ უდიდესი დისტრიბუტორის სასაწყობე სივრცეში.


1. ლონდონის ჩრდილოეთით, მილტონ-კინსში მდებარე საწყობი.

image


2. დანფრემლინში (შოტლანდია) მდებარე საწყობის თანამშრომლები. საწყობს უკავია 93 000კვ.მ-ზე მეტი, რაც დაახლოებით 14 საფეხბურთო მოედანს უდრის. ეს არის დიდ ბრიტანეთში Amazon-ის ყველაზე დიდი საწყობი. აქ დასაქმებულია 750 ადამიანი, ხოლო ნოემბერ-დეკემბერში, როცა გაყიდვები პიკს აღწევს, მათ კიდევ 1500 ადამიანი ემატება.


image


3. ნიუკასლის (დელავერის შტატი, აშშ) საწყობის თანამშრომელი ყუთების დაწყობის პროცესში. ყუთებზე კარგად ჩანს Amazon-ის ლოგოტიპი: ანბანის პირველი ასოდან ბოლო ასომდე მიმართული ღიმილი, რაც ნიშნავს იმას, რომ Amazon-ი მიაწვდის ყველგან და ყველაფერს.


image

4. ლეიპციგის საწყობის თანამშრომელი პროდუქციის დახარისხებისას. კომპანიის ყოველმა თანამშრომელმა ყოველ 2 წელიწადში მინიმუმ 2 დღე უნდა გაატაროს კლიენტებთან ურთიერთობაში.


image


5. Amazon-ის საწყობი ლეიპციგში.


image


6. ნიუკასლში (დელავერის შტატი) მდებარე საწყობის თანამშრომელი ამოწმებს გასაგზავნად გამზადებულ ამანათებს. Amazon.com-ს ეკუთვნის ჩრდილოეთ ამერიკის ელექტრონული ვაჭრობის 10%. ასევე Office Depot, Stapes, Apple, Dell, WalMart, Sears, Liberty-ის გაყიდვების 10%-იც მასზე მოდის.


image


7. მილტონ-კინსში (დიდი ბრიტანეთი) მდებარე საწყობის თანამშრომელი.


image


8. ნიუკასლის (დელავერის შტატი) საწყობის თანამშრომელი აგროვებს გასაგზავნ პროდუქციას.


image


9. მილტონ-კინსის საწყობში ყუთებს შორის "ჩაკარგული" თანამშრომელი.


image


10. საწყობი გუდიერში (არიზონას შტატი).


image


11. მილტონ-კინსის საწყობში თანამშრომელს მიაქვს ტვირთი.


image


12. დანფრემლინი (შოტლანდია).


image


13. ლეიპციგის საწყობში თანამშრომლები პროდუქციის სკანირებას ახდენენ.


image


14. Amazon.com დააარსა 1994 წელს ამერიკელმა მეწარმემ, ჯეფ ბეზასომ, 1995 წელს კი საიტი იქნა გაშვებული. სახელწოდებად შერჩეულ იქნა მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე გრძელი მდინარის, ამაზონის სახელი.


image


15. თავიდან მაღაზია მხოლოდ წიგნებისთვის იყო განკუთვნილი, 1998 წლის ივნისში უკვე მუსიკალური დისკებიც გაჩნდა გაყიდვაში, იმავე წლის ნოემბერში კი ვიდეოპროდუქცია დაემატა. მოგვიანებით ასორტიმენტს დაემატა MP3 ჩანაწერები, ვიდეოთამაშები, პროგრამები, ელექტროტექნიკა, ტანსაცმელი, ავეჯი, კვების პროდუქტები და სათამაშოები. დღეს ამაზონი ელექტრონული ვაჭრობის მსოფლიო ლიდერია.


image


16. გასაგზავნად გამზადებული ამანათები ლეიპციგის საწყობში.


image


17. გასულ წელს ამაზონის შემოსავალმა 61 მლრდ. აშშ დოლარს გადააჭარბა. comScore-ის მონაცემებით, Amazon.com-ის დომენი ინტერნეტში 2 ათას ყველაზე პოპულარულ დომენს შორის მეხუთე ადგილზეა.


image

18. ნიუკასლის საწყობის თანამშრომელი გასაგზავნად გამზადებულ ამანათებს ამოწმებს.


image


19. ნიუკასლის საწყობის თანამშრომელი აგროვებს გასაგზავნ პროდუქტს.


image


20. ამაზონის საწყობების საერთო ფართობი აღემატება 700 სპორტკომპლექსის ფართობს, წყალი კი მასში უფრო მეტი დაეტევა, ვიდრე 10 ათას ოლიმპიურ აუზში.


image


21. თანამშრომელი მილტონ-კინსის საწყობში. გასულ წელს, როცა ამაზონის საიტი სულ რაღაც 49 წუთით გაითიშა, კომპანიამ 5.7 მლნ-ის ზარალი ნახა.


image


22. გზავნილები კონვეიერზე მილტონ-კინსის საწყობში.


image


23. Amazon-ის თითოეულ მომხმარებელს კომპანიისთვის საშუალოდ დაახლოებით 189 $ მოაქვს, eBay-იზე კი ეს მაჩვენებელი 39$-ს არ სცილდება.


image


24. პროდუქციის შეფუთვა მილტონ-კინსის საწყობში.


image


25. საწყობი მილტონ-კინსში.


image


26. მილტონ-კინსის საწყობის თანამშრომელი თაროებზე აწყობს ახალ პროდუქციას.


image




0
265
6-ს მოსწონს
1-ს არა
ავტორი:natia.a
natia.a
265
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0