ფეხბურთი
გვილიამ სადებიუტო გოლი “დნიპროს” გაუტანა
2014, 10 სექტემბერი, 16:55
ზაპოროჟიეს “მეტალურგის” ქართველმა ფეხბურთელმა ვალერიან გვილიამ, პირველი გუნდის შემადგენლობაში სადებიუტო გოლი გაიტანა.
ზაპოროჟიელთა ოფიციალური ვებგვერდის ინფორმაციით, “მეტალურგმა” ამხანაგურ მატჩში დნეპროპეტროვსკის “დნიპრო” 2:0 დაამარცხა და 20 წლის ნახევარმცველმა, 72-ე წუთზე საბოლოო ანგარიში დააფიქსირა, თამაშში კი 46-ე წუთზე ჩაერთო.
გვილია საფეხბურთო კლუბ ზუგდიდის “ბაიას” აღზრდილია და “მეტალურგში” 2012 წელს ჩაირიცხა. პირველ გუნდში დებიუტი, უკრაინის პრემიერლიგის მე-4 ტურში, იმავე “დნიპროსთან” ჰქონდა.
ლაშა თაბაგარი
www.worldsport.ge