ფეხბურთი
ლამპარდის ნაკრებიდან წასვლაში წვლილი შოუსაც შეუტანია
2014, 6 სექტემბერი, 14:54
“მანჩესტერ სიტის” ნახევარმცველის ფრენკ ლამპარდის თქმით, ინგლისის ეროვნული ნაკრებიდან მის წასვლაზე, “მანჩესტერ იუნაიტედის” ახალგაზრდა მცველ ლუკ შოუსთან საუბარმაც იმოქმედა.
“თავის დროს, ლუკ შოუს ვესაუბრე. მე ტონი ადამსი ვახსენენ და მომეჩვენა, რომ მან ვერ გაიგო ვისზე ვსაუბრობდი. საბოლოო ჯამში მკითხა ადამსი ვინ იყო. თავიდან მეგონა ხუმრობდა, მაგრამ მოგვიანებით გაირკვა, რომ შოუმ ისიც არ იცოდა ტონი სად თამაშობდა. ამ მომენტში მივხვდი, რომ ნაკრებიდან ჩემი წასვლის დრო დადგა” – იუწყება ლამპარდის სიტყვებს ბრიტანული გამოცემა Daily Mail-ი.
ლაშა თაბაგარი
www.worldsport.ge