ფეხბურთი
ირლანდიას სტოუქსი და ვესტვუდი ვერ დაეხმარებიან
2014, 5 სექტემბერი, 18:47
ევრო-2016 შესარჩევ ციკლში საქართველოს ეროვნულ გუნდთან 7 სექტემბერს თბილისში გასამართი მატჩის წინ, ირლანდიის ნაკრებს კიდევ ორი ფეხბურთელი გამოაკლდა.
ინტერნეტპორტალ irishtimes.com-ის ინფორმაციით, მარტინ ონილის გუნდს ენტონი სტოუქსი და კეირენ ვესტვუდი ვერ დაეხმარებიან. პირველი მათგანი გლაზგოს “სელტიკის” თავდამსხმელია, ხოლო მეორე – “სანდერლენდის” მეკარე.
ირლანდიის საფეხბურთო ასოციაციის განცხადებით, დანარჩენი მოთამაშეები ჯანმრთელად არიან და სრული დატვირთვით ვარჯიშობენ.
ლაშა თაბაგარი
www.worldsport.ge