x
image
worldsport.ge
ვიდალი მექსიკასთან ვერ ითამაშებს

imageTmw-ს ინფორმაციით, ტურინის "იუვენტუსის" და ჩილეს ეროვნული ნაკრების ნახევარმცველი არტურო ვიდალი, მექსიკის წინააღმდეგ ამხანაგურ მატჩს მუხლის ტრავმის გამო გამოტოვებს.
მოგეხსენებათ, ტრავმა ვიდალს ბრაზილიაში გამართულ მუნდიალზეც აწუხებდა. ჩილელმა სარეაბილიტაციო პერიოდი გაიარა, "ბიანკონერის" რიგებში, იტალიის ჩემპიონატის პირველ ტურშიც მიიღო მონაწილეობა, თუმცა როგორც აღმოჩნდა, ტრავმა ბოლომდე მოშუშებული არ აქვს.
ჩილეს და მექსიკის ეროვნულ ნაკრებებს შორის ამხანაგური მატჩი დღეს გაიმართება.
გიორგი ბალახაძე
www.worldsport.ge

0
0
შეფასება არ არის
ავტორი:worldsport.ge
worldsport.ge
0
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0