x
image
worldsport.ge
"რომამ" ჰოლებასი გაიფორმა

imageსაბერძნეთის ეროვნული ნაკრების და აწ უკვე პირეოსის "ოლიმპიაკოსის" ყოფილი მცველი ხოსე ჰოლებასი, კარიერას "რომაში" გააგრძელებს. აღნიშნული ინფორმაცია იტალიური კლუბის ოფიციალურმა ვებგვერდმა დაადასტურა.
ბერძენმა ფეხბურთელმა სამედიცინო შემოწმება უკვე გაიარა და "რომასთან" სამწლიანი კონტრაქტი გააფორმა.
იტალიელები პირეოსელებს ფეხბურთელის სანაცვლოდ 1 მილიონ ევროს გადაუხდიან და ჰოლებასის ასპარეზობიდან გამომდინარე, შესაძლოა 0.5 მილიონი ევრო ბონუსის სახით წაამატონ.


გიორგი ბალახაძე

www.worldsport.ge

0
0
შეფასება არ არის
ავტორი:worldsport.ge
worldsport.ge
0
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0