ქალი და მამაკაცი ფრანგულმა პრესამ ვარსკვლავური წყვილის ქორწინება "საუკუნის მოვლენად" შეაფასა ( სად და როგორ ატარებს წყვილი თაფლობის თვეს ) 2014, 30 აგვისტო, 0:42 აგვისტოს თვის მიწურული ყველასათვის მოულოდნელობებითა და სენსაციური ამბებით გახდა ცნობილი. როგორც მოგეხსენებათ, 23 აგვისტოს ბრედ პიტმა და ანჯელინა ჯოლმა 9 წლიანი თანაცხოვრება " გააოფიციალურეს' და საფრანგეთის ერთ - ერთ პატარა სამლოცველოში ჯვარი დაიწერეს. ბოლო წლების განმავლობაში ვარსკვლავური წყვილის ქორწინებაზე არა ერთხელ გაიჟღერა თუ დაიბეჭდა პრესაში, მაგრამ ამჟამად მათ ნამდვილად იქორწინეს, თუმცა ფრანგების მიერ " საუკუნის მოვლენად" შეფასებულ ქორწილს 22 ადამიანი ესწრებოდა მხოლოდ და მათ შორის 6 საკუთარი შვილი იყო. როგორც პრესა წერს, ანჯელინას ქორწილში საკუთარი მამაც კი არ დაუპატიჯებია, ისევე როგორც ბრედ პიტს საკუთარი ძმა და რძალი დარჩა დაუპატიჯებელი.და მაინც განაწყენებული უახლოესი მეგობრებისა და ნათესავებისგან მოშორებით მშვენივრად ატარებს თაფლობის თვეს ულამაზესი წყვილი. ბრიტანულმა საიტმა სპეციალური სტატიაც კი მიუძღვნა ანჯელინას ამჟამინდელ მდგომარეობას სათაურით: – " FIRST LOOK: It's Mrs Pitt! Angelina Jolie flashes wedding ring after marrying Brad".როგორც წყარო გვამცნობს, ანჯელინა ახლაც არ კარგავს დროს და ახალ მხატვრულ ფილმზე მუშაობს, რომელიც ტელეეკრანებზე სავარაუდოდ 2016 წელს გამოვა და რომლის სცენარისტი თავად მსახიობია. ეს უკვე მისი მესამე ფილმია, სადაც ენჯის სახელი იქნება გაჟღერებული. რაც შეეხება პატარძლის სადედოფლო კაბას, მისი დიზაინერი ამ დრომდე უცნობია. თუმცა არსებობს ვერსია, რომ ენჯის საკუთარ ქორწილში აწ განსვენებული დედამისის Marcheline Bertrand - ის კაბა ეცვა. ოფიციალური ქორწინებიდან რამდენიმე დღეში წყვილი მალტაზე ისვენებს და თავს ბედნიერად გრძნობს - წერს ბრიტანული საიტი. 235 5-ს მოსწონს
|