ქალი და მამაკაცი გასაიდუმლოებული ქორწინება და გაოცებული საზოგადოება ( + ბევრი ფოტო ) 2014, 29 აგვისტო, 1:21 10 წლიანი არაოფიციალური ურთიერთობა დაასრულა ჰოლივუდის ვარსკვლავურმა წყვილმა ბრედ პიტმა და ანჯელინა ჯოლმა და მათი თანაცხოვრება მოკრძალებული ქორწინებით დასრულდა.როგორც წყარო წერს, მსახიობებმა ძალიან ვიწრო წრეში გადაწყვიტეს საქორწილო ცერემონიის გამართვა და ისინი საფრანგეთში "ChateauMirval" - ის პატარა სამლოცველოში დაქორწინდნენ..
50 წლის ბრედ პიტი და 39 წლის ანჯელინა ჯოლი თავიანთ ექვს შვილთან ერთად ( უფროსი 13 წლის მედოქსი, 10 წლის პაქსი, 10 წლის ზაჰარა, ცხრა წლის ვივიენი, რვა და ექვსი წლის შაილო და კნოქსი).
ანჯელინამ დედის გარდაცვალების და ასევე "Mr & Mrs Smith "
გადაღების 10 წლის საიუბილეო თარიღს დაამთხვია. იმავე წყაროზე დაყრდნობით, ანჯელინას ძვირფასი ალმასებით გაწყობილი 16 კარატიანი საქორწილო ბეჭედი ეკეთა, რომელიც მეუღლემ ცოტა ადრე აჩუქა და რომლის ავტორიც გახლდათ РобертПрокоп. ბეჭდის ღირებულება გავრცელებული ინფორმაციით 500 000 დოლარია.ხოლო თავად ბრედ პირტს კი მოკრძალებული ბეჭედი ეკეთა.წყვილის ქორწილი იმდენად მოულოდნელი იყო, რომ ანჯელინას მამამაც, მსახიობმა ჯონ ვოიტმაც არაფერი იცოდა ამ მოულოდნელი ქორწინების შესახებ და როდესაც ჟურნალისტებმა ინტერვიუ სთხოვეს, მან მხოლოდ ერთი სიტყვით თქვა, რომ ეს "ძალიან კარგია" - ო.თუმცა მეორე დღეს 75 წლის მსახიობი მიხვდა, რომ ცუდად გამოუვიდა და ინტერვიუ ცოტა განავრცო, როდესაც ხაზი გაუსვა ქალიშვილის მოულოდნელ გადაწყვეტილებას და აღნიშნა, რომ - " მათი ქორწინება მართლაც რომ დიდი ბედნიერებაა ჩემთვის. მე ვარ მშვიდად, რომ მათ ეს შეძლეს". რაც შეეხება ბრედ პიტის მშობლებს - ჯეინს და უილიამს, მათ კომენტარზე უარი განუცხადეს პრესას.ამჟამად ვარსკვლავური წყვილი ნიცაში იმყოფება თაფლობის თვის გასატარებლად, საიდანაც ისინი მალე მალტაში გააგრძელებენ მოგზაურობას. 519 11-ს მოსწონს
|