x
image
worldsport.ge
ეტო'ო ნაკრებიდან წავიდა

image“ევერტონის” თავდამსხმელმა, სამუელ ეტო’ომ, სანაკრებო კარიერის დასრულების შესახებ განაცხადა.
“გაცნობებთ, რომ ჩემი სანაკრებო კარიერა დასრულებულია. მადლობა სრულიად აფრიკასა და ყველა ჩემს გულშემატკივარს, რომელთაგან სულ ვგრძნობდი დიდ მხარდაჭერას”. – განაცხადა კამერუნის ნაკრების აწ უკვე ყოფილმა კაპიტანმა თავისი “ტვიტერის” გვერდზე.
სამუელი კამერუნის ნაკრებში 1997-2014 წლებში თამაშობდა და 118 ჩატარებულ შეხვედრაში 56 გოლი გაიტანა.


ირაკლი ალიმბარაშვილი

www.worldsport.ge

0
19
შეფასება არ არის
ავტორი:worldsport.ge
worldsport.ge
19
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0