x
image
worldsport.ge
ვინ შეცვლის ბალოტელის?

imageორი დღეა, რაც მარიო ბალოტელიმ დაადასტურა, რომ “მილანი” დატოვა და კარიერას ინგლისურ “ლივერპულში” განაგრძობს.
მას შემდეგ, რაც მარიო ოფიციალურად გახდება “ლივერპულის” წევრი (რასაც ბევრი აღარაფერი აკლია), “მილანში” მხოლოდ ორი ფორვარდი ჯანპაოლო პაცინი და მ’ბაიე ნიანგი დარჩებია. ასე რომ, “მილანს” აუცილებლად მოუწევს სატრანსფერო ბაზარზე გასვლა და მინიმუმ ერთი ფორვარდის შეძენა.
ბოლო დღეებში, იტალიური პრესის ერთ-ერთი ყველაზე აქტიუალური თემა სწორედ მარიო ბალოტელის შემცვლელთა კანდიდატურებს ეხება. სხვადასხვა გამოცემების ცნობებს რომ გადავხედოთ, რამდენიმე რეალური კანდიდატი გამოიკვეთება, რომელთაც “მილანში” გადასვლის შანსი აქვთ.
პირველ ასეთ კანდიდატად ჯექსონ მარტინესი სახელდება. კოლუმბიელი რომ ძალიან მაღალი დონის მოთამაშეა და “როსონერის” ძალიან გააძლიერებს, ორი აზრი არაა, მაგრამ აქ ერთი პრობლემაა – ეს, “მილანის” ფინანსური მდგომარეობაა. “პორტოს” ხელმძღვანელობა კი, ჯექსონს 30 მილიონ ევროზე ნაკლებად არ შეელევა, რაც “მილანის” ბოლოდროინდელი სატრანსფერო პოლიტიკიდან გამომდინარე, ცოტა დაუჯერებელია.
“მილანს” უკავშირებენ ორ ესპანელ ფორვარდს, რომელთაც თავიანთ კლუბებში ცუდად მისდით საქმეები. საუბარი რობერტო სოლდადოსა და ფერნანდო ტორესზეა. ღამდენიმე დღის წინ საერთოდ ისიც დაიწერა, რომ “ტოტენჰემმა” აქეთ შესთავაზა “მილანს” სოლდადო. დაახლოებით ანალოგიური მდგომარეობა აქვს ტორესსაც. ამ ზაფხულს “არისტოკრატებმა” დიდიე დროგბა და დიეგო კოშტა დაიმატეს. ამის ფონზე, ტორესის ლონდონური კარიერა ძალიან ბუნდოვნად მოჩანს.
მეოთხე კანდიდატურა ხავიერ ერნანდესია, რომელსაც ლუის ვან გაალი არ ენდობა და გაშვებას უპირებს. პირველი კანდიდატურისგან განსხვავებით, დანარჩენ სამში “მილანს” დიდი ფულის გადახდა არ მოუწევს. ამიტომაც, უფრო რეალური ალბათ მათი ტრანსფერების განხორციელება იქნება, მაგრამ რამდენად გაუმართლებენ გულშემატკივრებს მოლოდინს საკითხავია..

ირაკლი ალიმბარაშვილი

www.worldsport.ge

0
34
შეფასება არ არის
ავტორი:worldsport.ge
worldsport.ge
34
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0