ბელგიური საფეხბურთო კლუბ “გენკის” ხელმძღვანელობამ ქართველი ლეგიონერი თორნიკე ოქრიაშვილი და სამხრეთაფრიკელი ანელე ნგონკგა ჩხუბისთვის 10000-10000 ევროთი დააჯარიმა. ამის შესახებ ბელგიური ინტერნეტპორტალი sport.be იუწყება.
შაბათს მომხდარი ინციდენტისთვის ანელემ და ოქრიაშვილმა “გენკის” საკლუბო ტელევიზიასთან საუბრისას ბოდიში მოიხადეს.
“მე და ანელე კარგი მეგობრები ვართ. ახლა ერთად ასი პროცენტით მომავალ თამაშში დავიხარჯებით” – თქვა ოქრიაშვილმა.
“ჩვენ ვიცით, რომ არასწორად მოვიქეცით. გვსურს, რომ ეს პრობლემა გადავწყვიტოთ. მე და “ოქრიმ” ამის შესახებ ვისაუბრეთ. ის კარგი ბიჭია და მეგობრები ვართ. ჩვენ ბოდიშს ვიხდით. გვსურს, რომ ეს ინციდენტი დავივიწყოთ და ყველაფერი მოედანზე დავდოთ. ერთად შრომას გავაგრძელებთ და მომავალ უქმეებზე “გენტთან” 3 ქულის აღებას შევეცდებით”- აღნიშნა ანელემ.
“გენკის” მთავარი მწვრთნელის მოვალეობის შემსრულებელ პიერ დენიერისთვის ინციდენტი ამოწურულია. აქვე გეტყვით, რომ ბელგიური კლუბის ხელმძღვანელობამ ჩხუბის მესამე მონაწილე ერვე კეიჯიც დასაჯა.
ლაშა თაბაგარი
www.worldsport.ge