ბელგიურმა საფეხბურთო კლუბმა “გენკმა” თორნიკე ოქრიაშვილი და ნკონგკა ანელე დასაჯა.
“ორივემ მკაცრი, მაგრამ შესაბამისი სანქცია მიიღო. ინციდენტი ამოწურულია” – იუწყება ბელგიური ინტერნეტპორტალი voetbalnieuws.be “გენკის” დირექტორის ერიკ გერიტსის სიტყვებს.
შეგახსენებთ, რომ ნასვამმა ოქრიაშვილმა და ანელემ იჩხუბეს, რის შემდეგ, ქართველმა სამხრეთაფრიკელს ცხვირი გაუტეხა. მოგვაინებით, პოლიციამ ოქრიაშვილი ავტომანქანის არაფხიზელ მდგომარეობაში მართვისთვის დააკავა.
ლაშა თაბაგარი
www.worldsport.ge