x
image
worldsport.ge
ტიოტეს “ლოკომოტივი” ეპატიჟება

imageმოსკოვის “ლოკომოტივი” “ნიუკასლის” 28 წლის ნახევარმცველით ჩეიკ ტიოტეთი დაინტერესდა – იუწყება Mirror–ი.
გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, “ნიუკასლის” მფლობელი მაიკ ეშლი კოტ დ’ივუარელის სანაცვლოდ 8 მილიონ გირვანქას ითხოვს, რაზეც რუსული კლუბი თანახმაა. გარდა ამისა, “რკინიგზელები” აპირებენ, რომ ტიოტეს მაღალი ხელფასი დაუნიშნონ. ყოველივე ამის ფონზე, ტრანსფერი რეალურად მოჩანს.
მიმდინარე სატრანსფერო პერიოდში, “ლოკომოტივმა” კიდევ ერთი ცნობილი ცენტრალური ნახევარმცველი მანუელ ფერნანდეში დაიმატა.
შეგახსენებთ, რომ ტიოტე “ნიუკასლმა” 2010 წელს “ტვენტედან” შეიძინა 3.5 მილიონად. ოთხი სეზონის მანძილზე, 28 წლის მოთამაშემ “კაჭკაჭების” რიგებში 119 შეხვედრა ჩაატარა და 1 გოლი გაიტანა.

ირაკლი ალიმბარაშვილი

www.worldsport.ge

0
1
1-ს არ მოსწონს
ავტორი:worldsport.ge
worldsport.ge
1
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0