x
image
worldsport.ge
ნორვეგიის ნაკრებში 15 წლის ფეხბურთელი გამოიძახეს

imageმარტინ ოდეგაარდის შესახებ შეიძლება არაფერი გსმენიათ, მაგრამ "სტრომსგოსეტის" 15 წლის შემტევი ნახევარმცველი ყველაზე ახალგაზრდა ფეხბურთელი გახდა, რომელიც ნორვეგიის ეროვნულ ნაკრებში გამოიძახეს.
ოდეგაარდი 1998 წლის 17 დეკემბერს დაიბადა. "სტრომსგოსეტის" ხელმძღვანელობამ მიმდინარე წლის მაისში გადაწყვიტა, რომ ახალგაზრდა ფეხბურთელი 19-წლამდელთა გუნდიდან მთავარ გუნდში დაეწინაურებინა.
მარტინ ოდეგაარდს ნორვეგიის 15, 16 და 17-წლამდელთა შემადგენლობაში ჯამში 12 მატჩი ჩაატარა.
"ოცნება ამისრულდა. შოკში ვიყავი, როდესაც ნაკრებიდან მოწვევა მომივიდა. ეროვნული ნაკრების თამაშებს, როდესაც ვუყურებდი, ყოველთვის ვოცნებობდი ნაკრებში მეთამაშა. წარმოუდგენლად ამაყი ვარ, ჩემი ქვეყნის მაისურით თამაშის შანსი მაქვს." _ განაცხადა ოდეგაარდმა.
ნორვეგიელთა თავკაცის პერ-მათიას ჰოგმოს შეგირდები, 27 აგვისტოს არაბეთის გაერთიანებული საემიროების ნაკრების წინააღმდეგ ამხანაგურ მატჩს ჩაატარებენ და 15 წლის ოდეგაარდს, ტესტ-მატჩში მონაწილეობის შანსი აქვს.

გიორგი ბალახაძე

www.worldsport.ge

0
29
შეფასება არ არის
ავტორი:worldsport.ge
worldsport.ge
29
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0