x
image
worldsport.ge
ფერნანდესი "სუონსში" გადავიდა

imageინგლისის პრემიერლიგის მონაწილე "სუონსიმ", არგენტინის ეროვნული ნაკრების და აწ უკვე "ნაპოლის" მცველი ფედერიკო ფერნანდესი დაიმატა. აღნიშნული ინფორმაცია, უელსური კლუბის ოფიციალურმა ვებ-გვერდმა დაადასტურა.
გასული მუნდიალის ვერცხლის პრიზიორმა ახალ კლუბში სამედიცინო შემოწმება უკვე გაიარა და "სუონსისთან" 4-წლიანი კონტრაქტი გააფორმა. ინგლისელები იტალიელებს ფეხბურთელის სანაცვლოდ 8 მილიონ გირვანქას გადაუხდიან.
ცენტრალური მცველი ფედერიკო ფერნანდესში უელსურ კლუბში 33-ნომრიანი მაისურით იასპარეზებს.

გიორგი ბალახაძე

www.worldsport.ge

0
0
შეფასება არ არის
ავტორი:worldsport.ge
worldsport.ge
0
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0