x
image
worldsport.ge
“ატლეტიკომ” რაულ ხიმენესი შეიძინა

imageმექსიკის ფეხბურთელთა ეროვნული ნაკრების თავდამსხმელი რაულ ხიმენესი მადრიდის “ატლეტიკომ” შეიძინა. ესპანური გამოცემა Marca-ს ინფორმაციით, მადრიდელებმა 23 წლის მექსიკელის სანაცვლოდ 10, 5 მილიონი ევრო გადაიხადეს. ხიმენესმა ესპანურ კლუბთან 6-წლიანი კონტრაქტი გააფორმა.
აქამდე, ის სამშობლოში “ამერიკის” ღირსებას იცავდა, რომლის რიგებშიც მიმდინარე სეზონში 4 მატჩი ჩაატარა და 4 გოლი გაიტანა.
ხიმენესი ლონდონის 2012 წლის ოლიმპიური ჩემპიონია, ხოლო მსოფლიოს 2014 წლის პირველობაზე ერთი მატჩი ითამაშა.



ლაშა თაბაგარი

www.worldsport.ge

0
5
შეფასება არ არის
ავტორი:worldsport.ge
worldsport.ge
5
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0