x
image
worldsport.ge
ჰოდლი მწვრთნელობას დაუბრუნდა

imageინგლისის ფეხბურთელთა ეროვნული ნაკრების ყოფილი მთავარი მწვრთნელი გლენ ჰოდლი “ქუინზ პარკ რეინჯერსში” ჰარი რედნაპის თანაშემწე იქნება.
56 წლის სპეციალისტი, რომელიც ბოლოს 2006 წელს “ვულვერჰემპტონში” მუშაობდა, რედნაპს კევინ ბონდთან და ჯო ჯორდანთან ერთად დაეხმარება.
“მართლაც მიხარია, რომ გლენი ჩვენთან მოვიწვიეთ. ამ ვარიანტის შესახებ კლუბის მმართველობის წარმომადგენლებს ვესაუბრე და მათ ეს იდეა საუცხოოდ მიიჩნიეს” – იუწყება რედნაპის სიტყვებს “ქუინზ პარკ რეინჯერსის” ოფიციალური ვებგვერდი.
1996 წლის ევროპის ჩემპიონატის შესარჩევ ციკლში ინგლისის ნაკრებს სწორედ ჰოდლი ხელმძღვანელობდა. მაშინ, საქართველოს და ინგლისის ნაკრებები ერთ შესარჩევ ჯგუფში იყვნენ. ბრიტანელებმა ქართველებს თბილისში 2:0 მოუგეს და ამავე ანგარიშით ლონდონშიც დაამარცხეს.



ლაშა თაბაგარი

www.worldsport.ge

0
2
შეფასება არ არის
ავტორი:worldsport.ge
worldsport.ge
2
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0