x
image
worldsport.ge
"შახტარი" ტეიშეირას და კოსტას გაყიდის

imageდონეცკის "შახტარი" კლუბის ბოიკოტირებულ ფეხბურთელებს ალექს ტეიშეირას და დუგლას კოსტას წინააღმდეგ სანქციებს გაატარებს და ზაფხულის სატრანსფერო ფანჯრის დახურვამდე გაყიდის.
მოგეხსენებათ, აღნიშნული ფეხბურთელები, იმ მოთამაშეთა რიცხვში იყვნენ, რომლებმაც უკრაინაში დაძაბული ვითარების გამო, უკან დაბრუნებაზე უარი განაცხადეს. მოგვიანებით, ფეხბურთელები დონეცკში კი დაბრუნდნენ, თუმცა მათ ბოიკოტის გამო კლუბის დატოვება მოუწევთ.
"ვფიქრობ, კლუბში ცვლილებები მოხდება და ორივე ფეხბურთელი გაიყიდება. ჩვენ მტკიცე პოზიცია გაგვაჩნია და ამ ორ ფეხბურთელში 50 მილიონ ევროს ვითხოვთ. მათ წინააღმდეგ სანქციებსაც გავატარებთ. უკავშირდება თუ არა ბოიკოტს სანქციები? რა თქმა უნდა." _ განაცხადა "შახტარის გენერალურმა დირექტორმა სერგეი პალკინმა.
შეგახსენებთ, რომ ფრანგული "მონაკო" მზადაა ნახევარმცველ დუგლას კოსტასა და შემტევ ალექს ტეიშეირაში 65 მილიონი ევრო გადაიხადოს. დიდი ალბათობით, ბრაზილიელმა ფეხბურთელებმა, შესაძლოა, კარიერა საფრანგეთში გააგრძელონ.


გიორგი ბალახაძე

www.worldsport.ge

0
52
1-ს არ მოსწონს
ავტორი:worldsport.ge
worldsport.ge
52
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0