x
image
worldsport.ge
“ლესტერი” კამბიასოს დამატებასთან ახლოსაა

imageვეტერანი არგენტინელი ნახევარმცველი, ესტებან კამბიასო, შესაძლოა, მომავალ სეზონში ინგლისის პრემიერლიგაში ვიხილოთ.
გასული სეზონის დასრულების შემდეგ, 34 წლის ფეხბურთელს მილანის “ინტერთან” კონტრაქტი დაუმთავრდა და თავისუფალი აგენტი გახდა. L'Equipe–ს ინფორმაციით, კამბიასო მოლაპარაკებებს პრემიერ ლიგის ახალწვეულთან – “ლესტერთან” აწარმოებს. წყაროს ცნობით, კონტრაქტი 1+1 სახის იქნება.
მანამდე, კამბიასოს მომავალს “რივერ პლეიტს”, “სამპდორიას”, “ტოტენჰემსა” და “ვალენსიას” უკავშირებდნენ.
გასულ სეზონში კამბიასომ სერია ა-ში 32 მატჩი ჩაატარა და ოთხი გოლითა და ორი საგოლე გადაცემით გამოირჩა.

ლევან გოგოტიშვილი

www.worldsport.ge


0
6
შეფასება არ არის
ავტორი:worldsport.ge
worldsport.ge
6
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0