x
image
worldsport.ge
უცხოური გამოცემები: “ვერმაელენი “ბარსელონაში” გაემგზავრა”

imageლონდონის “არსენალის” ბელგიელი მცველი, ტომას ვერმაელენი, სულ მალე კლუბს შეიცვლის. აღნიშნულ ინფორმაციას Goal.com, Marca და სხვა ცნობილი სააგენტოები ავრცელებენ.
როგორც “მსოფლიო სპორტმა” გუშინ გაუწყათ, “ბარსელონამ” და “არსენალმა” 28 წლის მცველის ტრანსფერი შეათანხმეს და კატალონიელებს ბელგიელის სანაცვლოდ 19 მილიონი ევროს გადახდა მოუწევთ.
დღეს გავრცელებული ინფორმაციით კი, ვერმაელენი უკვე ესპანეთში გაემგზავრა და ახალ კლუბში სამედიცინო შემოწმებას დღესვე გაივლის, რის შემდეგაც ხელშეკრულებასაც მოაწერს ხელს.
შეგახსენებთ, რომ უკანასკნელი თვეების განმავლობაში, ვერმაელენის შესახებ არაერთი ინფორმაცია გავრცელდა. მისი გადაბირება “მანჩესტერ იუნაიტედსაც” სურდა, მაგრამ, როგორც ჩანს, ლონდონელებმა მისი გაშვება ინგლისურ კლუბში არ ისურვეს.

ლევან გოგოტიშვილი

www.worldsport.ge

0
6
შეფასება არ არის
ავტორი:worldsport.ge
worldsport.ge
6
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0