x
image
worldsport.ge
სისოკომ "ასტონ ვილასთან" 4-წლიანი კონტრაქტი გააფორმა

imageაწ უკვე "ვალენსიას" ყოფილი ფრანგი მცველი ალი სისოკო, რომელმაც გასული სეზონი იჯარით "ლივერპულში" გაატარა, კარიერას "ასტონ ვილაში" გააგრძელებს. აღნიშნული ინფორმაცია ბირმინგემული კლუბის ოფიციალურმა საიტმა გაავრცელა.
26 წლის ფეხბურთელმა ახალ კლუბთან 4 წლიანი კონტრაქტი გააფორმა. არაოფიციალური ინფორმაციით, "ასტონ ვილა" "ღამურებს" 2.5 მილიონ ევროს გადაუხდის, ხოლო ფრანგულ "ლიონს" - 0.5 მილიონ ევროს.
სისოკო საფრანგეთის ბოლო დროის ერთ-ერთ ტიტულოვან კლუბში 2009 წლიდან 2012 წლის ჩათვლით ასპარეზობდა და მას შემდეგ გადავიდა "ვალენსიაში". როგორც ჩანს, ფრანგებს ფეხბურთელის სატრანსფერო უფლებების ნაწილი ეკუთვნოდათ და აღნიშნულ თანხასაც მიიღებენ.
გასულ სეზონში ალი სისოკომ "მერსისაიდელთა" რიგებში 19 მატჩი ჩაატარა და თავი, 2 საგოლე გადაცემით გამოიჩინა.

გიორგი ბალახაძე

www.worldsport.ge

0
1
შეფასება არ არის
ავტორი:worldsport.ge
worldsport.ge
1
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0